20:07 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 15:59:37, 401 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი: თუ ბიძინა გიორგობიანს მინისტრად დანიშნავენ, ჩვენ ვყოფილვართ ბოსელი და არა ქვეყანა

"თუ ბიძინა გიორგობიანს გარემოს დაცვის მინისტრად დანიშნავენ, ჩვენ ვყოფილვართ ბოსელი და არა ქვეყანა", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც აქციის მონაწილეები ბიძინა გიორგობიანის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ. 

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ბიძინა გიორგობიანისა და თამარაშვილის ქუჩაზე ხეების მოჭრის საკითხით ანტიკორუფციული საბჭო უნდა დაინტერესდეს. მისივე თქმით ბიძინა გიორგობიანმა ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განკარგულება 23 აპრილს გასცა, 27 აპრილს კი, მეორე განკარგულებით, ხეების მოჭრა შეაჩერა. 

ცნობისთვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერ–მინისტრს გადადგომის თხოვნით მიმართა. როგორც ხოკრიშვილის  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მან ეს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ წასვლის გამო მიიღო, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
FSB-მ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე უკრაინის მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა
კრიპტოვალუტით ვაჭრობის ანი-ბანი: მარტივი სახელმძღვანელო ახალბედა ტრეიდერებისთვის
ღარიბაშვილი შიდა ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და პარტიულ აქტივს შეხვდა
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics