2015-04-28 16:02:49, 387 ნახვა
პოლიტიკა
კიდევ ერთი მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება მოუწევს
კიდევ ერთი მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება მოუწევს. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ შემთხვევაში პრემიერი პარლამენტის წინაშე მთავრობის ახალი შემადგენლობით და პროგრამით უნდა წარსდგეს. მისივე თქმით, პროცედურულად, ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. „გადადგომა, რომელიც დღეს გაცხადდა, არის მეექვსე მთვრობის წევრის ცვლილება, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი ცვლილება უნდა განხორციელდეს, რომ მთავრობა ხელახლა წარსდგეს პარლამენტის წინაშე ნდობის გამოსაცხადებლად. კიდევ ერთი ცვლილების შემთხვევაში, პრემიერი პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს. პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ახდენს ნდობის გამოცხადებას“, – აღნიშნა კახიანმა. ცნობისთვის, დღეს ელგუჯა ხოკრიშვილმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტი დატოვა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|