16:33 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 16:46:57, 333 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: შეიძლება სხვა მინისტრიც წავიდეს, ამაში პრობლემა არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისრტი ირაკლი  ღარიბაშვილი ყველას მოუწოდებს,   ელგუჯა ხოკრიშვილის გადადგომის გამო, აჟიოტაჟი  ხელოვნურად არ ატეხონ და საზოგადოებაში არასტაბილურობის განცდა  არ გააჩინონ.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუკი მთავრობის მიერ ხელახალი ნდობის მოპოვება იქნება საჭირო, ამაში პრობლემა არაფერიაა.

პრემიერის განცხადებით, მთავრობა მუდმივ განახლებას საჭიროებს და მინისტრების წასვლა,  ჩვეულებრივი მუშა პროცესია.

„სულ ტყუილად ატეხეთ აჟიოტაჟი.მინდა მოგიწოდოთ ყველას,  ხელოვნურად ნუ ეცდებით, რომ არასტაბილურობის განცდა გააჩინოთ მოსახლეობაში.  თუ საჭირო იქნება მთავრობის, ასე ვთქვათ,  გადამტკიცება და ხელახალი ნდობის მოპოვება, არც ეს არის პრობლემა. ჩვენ ვართ გამჭვირვალე ერთი გუნდი და აქ არაფერია განსაკუთრებული.  ივლისის თვეში როცა 7 მინისტრი გამოვცვალე, მაშინ ხელახლა მოვიპოვეთ ნდობა. ეს არის მუშა პროცესი.  მთავრობა საჭიროებს მუდმივ განახლებას, საჭიროა განახლება, წინსვლა და მუდმივი მოძრაობა. მინდა გახაროთ,  რომ არაფერი სასკანდალო არ არის, ყველაფერი კარგადაა .  ერთი მინისტრი  წავა, მეორე დაინიშნება.  შეიძლება სხვა მინისტრი წავიდეს, ამაში პრობლემა არ არის“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე- იქნება თუ არა ეს სხვა მინისტრი ლევან ყიფიანი, პრემიერმა ასე უპასუხა:

„დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ“.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კულება - ინდოეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია - განსაკუთრებულ ყურადღებას „მშვიდობის ფორმულას“ მივაქცევთ
არ გამკვირვებია, დღეს რომ ეს მოხდა - გრიგორიადისის დედა პროცესის გადადებაზე
საქართველოს პროკურატურაში, ევროკავშირთან თანამშრომლობით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე პროკურორთა და გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი ჩატარდა
თავდაცვის მინისტრი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა პანაშვიდს დაესწრო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics