02:54 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 17:16:51, 637 ნახვა

სამხედრო
ვაზიანში, „Agile Spirit 2015“-ის საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა

ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების “Agile Spirit 2015” საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. სამუშაო ჯგუფმა სასწავლო უბნები დაათვალიერა და სწავლების განხორციელების დეტალები განიხილა. 

თავდაცვოს სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო სწავლებაში საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვის და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან ჩართული. საქართველოს მხრიდან სწავლებაში IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნებში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი 220-მდე სამხედრო მოსამსახურით იქნება  წარმოდგენილი. “Agile Spirit 2015”-ის მიმდინარეობას ნატოს სამხედრო წარმომადგენლობა დააკვირდება.  

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ზაფხულში ჩატარდება.  “Agile Spirit 2015”-ის მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.   




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics