11:15 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 18:04:00, 357 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ნინო გვენეტაძეს შევპირდი, რომ მაქსიმალურად შეძლებისდაგვარად ფინანსურ საკითხებში დავეხმარებით

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უზენაეს სასამართლოს ეწვია. 

მთავრობის მეთაურმა მოსამართლეებთან და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა. გაფართოებულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე თემებს. განიხილეს  სასამართლოს რეფორმების მესამე ეტაპთან დაკავშირებული კანონპროექტი და ფინანსური საკითხები.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაური უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს პირისპირ შეხვდა. 

"ჩემთვის არის ნამდვილად საამაყო, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენ ავირჩიეთ ქალბატონი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ის არის ძალიან დიდი მიღწევა და მე ვიტყოდი, დიდი პროგრესი, ძალიან  სერიოზული განაცხადი, ეს რა თქმა უნდა, უფრო მეტ ნდობას გააჩენს სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ  ჩვენს პირობებში სასამართლო გახდა აბსოლუტურად დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩარევისგან. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ქალბატონ ნინოსთან, ჩვენი  ხედვა გავუზიარეთ ერთმანეთს. ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა მოსამართლეებთან, ჩვენ  აბსოლუტურად ვიზიარებთ მიდგომებს და გვაქვს ერთიანი ხედვა,  თუ როგორ უნდა განვითარდეს სასამართლო, როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ  ჩვენი მოსახლეობის მხრიდან  სასამართლოს მიმართ ნდობა დამტკიცდეს და  გახდეს ძალინ მაღალი და მყარი. ეს არის ჩვენი მთავრი ამოცანა. მთავრობა მაქსიმალურად  ხელს შევწუყობთ ამ საერთო მიზნის მიღწევის საქმეში. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ფინანსურ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად მოსამართლეების ფინანსურად უზრუნველყოფა. ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის დროს მოსამართლეების ხელფასები გავზარდეთ, უზრუნველყავით მათი ფინანსური სტაბილურობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებმა თავი იგრძნონ დაცულად.შევპირდი ნინო გვენეტაძეს, რომ მაქსიმალურად შეძლებისდაგვარად ჩვენ აღმოვუჩენთ დახმარებას ფინანსურ საკითხებში, როგორიცაა შენობის გაფართოება და ა. შ. ვისაუბრეთ ხარვეზებზე, რომელიც წლების განმავლობაში იყო დაგროვილი ამ სისტემაში",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აქვე დასძინა, რომ სჯერა, ნინო გვენეტაძე გამოწვევებს ღირსეულად უპასუხებს.

"ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ქალბატონი ნინო თავის  გუნდთან ერთად შეძლებს,  სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა  გაჩნდეს და სასამართლო აბსოლუტურად დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გახდეს.ჩვენ აღმოვუჩენთ დანარჩენ საკითხებში დახმარებას.მივულოცე ამ თანამდებობაზე დანიშვნა და ეს არის მეტად საპასუხიმგებლო  თანამდებობა და ძალიან მძიმე ჯვარი როგორც იტყვიან, მაგრამ მე მჯერა, რომ ნინო გვენეტაძე ამ გამოწვევას ღირსეულად უპასუხებს",-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრების დაწყებამდე, პრემიერმა უზენაესი სასამართლოს შენობა დაათვალიერა,  მართლმსაჯულების მუზეუმი, საბჭოთა დარბაზი და #6 სხდომათა დარბაზი მოინახულა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
CNN - მალაიზიაში საზღვაო ძალების 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა
საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ
პრემიერი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics