16:53 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 18:11:01, 321 ნახვა

პოლიტიკა
ელგუჯა ხოკრიშვილი საჭიროების შემთხვევაში მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადების პრობლემას ვერ ხედავს

„ვერ ვხედავ პრობლემას, რომ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადოს, რადგან ქვეყანაში ბევრი კვალიფიციური კადრია, რომლებიც სამინისტროს გაუძღვებიან“,– ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილმა მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა პრემიერის მიერ პარლამენტისთვის მთავრობის ხელახლა შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, თუ დადგება ეს საკითხიც, პრემიერს აქვს ამის სრული ლეგიტიმაცია.  მისი პრეროგატივაა მინისტრთა კაბინეტის წევრების შერჩევა  და ასევე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ პარლამენტმა შესაბამისი ნდობა არ გამოუცხადოს, რათა ჩვენს ქვეყანაში მოიძებნება ბევრი კვალიფიციური კადრი, რომლებიც გაუძღვებიან თითოეულ სამინისტროს“, – აღნიშნა ხოკრიშვილმა. 

ამასთან, ხოკრიშვილის თქმით, სანამ ის გადადგომის გადაწყვეტილებას მიიღებდა მან პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შესაბამისი კონსულტაციები გაიარა.

ყოფილი მინისტრის შეფასებით, უწყებაში ძლიერი გუნდი რჩება, რომელიც გარემოს დაცვის სფეროში სწორ პოლიტიკას გააგრძელებს.

 „მიზეზი, რომელიც ჩემს განცხადებაში მოყვანილია, სრულად შეესაბამება სიმართლეს. ჩემს ოჯახთან ვბრუნდები, ეს არის გადამწყვეტი მიზეზი.  მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ–მინისტრს, რომელმაც ჩემი პოზიცია გაიზიარა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის თითოეულ წევრს თანამშრომლობისთვის, ვუსურვო წარმატება. მე მინდა გითხრათ, რომ სამინისტროში საკმაოდ ძლიერი გუნდი რჩება, რომელიც გააგრძელებს სწორ პოლიტიკას გარემოს დაცვის სფეროში.  კონსულტაციები მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან და 2 დღის უკან  უბრალოდ შევჯერდით. მან ჩემი პოზიცია გაიზიარა, რისთვისაც დიდ მადლობას გადავუხდი მას“, – აღნიშნა ხოკრიშვილმა.

ცნობისთვის, ელგუჯა ხოკრიშვილმა დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტი დღეს დატოვა.

აქვე, კიდევ ერთი მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, პარლამენტს მთავრობისთვის ხელახალი ნდობის გამოცხადება მოუწევს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარდაბნის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
პაპუაშვილი - რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა ქართველი ხალხის მიმართ
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics