03:52 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 11:42:22, 3779 ნახვა

კულტურა
ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"საზოგადოებრივის" ინფორმაციით, სოტკილავას გარდაცვალება მოსკოვის დიდი თეატრის გენერალურმა დირექტორმა, ვლადიმერ ურინმა დაადასტურა. 

ცნობისთვის, ზურაბ სოტკილავა სოხუმში 1937 წლის 12 მარტს დაიბადა, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

1960 წელს დაამთავრა  ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 - ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია.

 1965-1974 წლებში ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი.

1966-1968 წლებში მივლინებული იყო მილანის საოპერო თეატრ "ლა სკალაში" სტაჟიორად. 1974 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია.

 მისი შესრულება გამოირჩევა გამომსახველობით, გემოვნებით, მგზნებარე ტემპერამენტით, ლირიკული სიფაქიზითა და დახვეწილი ოატატობით. პარტიები: აბესალომი (ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), არზაყანი (თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცება"), ვოდემონი (ჩაიკოვსკის "იოლანტა"), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი (ვერდის"ტრუბადური", "ოტელო", "ბალ-მასკარადი", "აიდა", "რიგოლეტო"), ხოზე (ბიზეს "კარმენი"), კავაროდოსი (პუჩინის "ტოსკა"), ედგარი (დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური"), ინდოელი სტუმარი (რიმსკი-კორსაკოვის "სადკო") და სხვა.

სოტკილავა ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის "ოქროს ორფევსის" (სოფია, 1968) მფლობელია. ასევე არის  პ. ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურის ლაურეატი, ბოლონიის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics