2015-04-28 19:08:04, 285 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს თურქეთის დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის უწყებას თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა. უწყების ინფორმაციით, დელეგაციას, თურქეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სახმელეთო ძალების შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ იჰსან უიარის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლეს. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებები განიხილეს. ქართულმა მხარემ თურქეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. საუბარი შეეხო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას. მხარეები მიმდინარე წელს ერთობლივი წვრთნების ჩატარებისა და სამხედრო განათლების სფეროში გამოცდილების გაზიარების თემასაც შეეხნენ. თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან გამართულ შეხვედრებს თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციამ პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა
აშშ- მოვუწოდებთ მთავრობას, მოუსმინონ გაფრთხილებებს, კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს
„გამოვიდეს პრემიერი და დაგველაპარაკოს“ - აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან
„დღესვე გაიტანეთ რუსული კანონი, გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება“ - აქციის მონაწილეებმა „ქართულ ოცნებას“ ერთსაათიანი ვადა მისცეს
|
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|