12:52 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 19:11:25, 323 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის მოადგილე გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გერმანიის ფედერაციული  რესპუბლიკის ბუნდესტაგის,  თავდაცვის კომიტეტის წევრს, ფრიც ფელგენტროის უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ  შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

უწყების ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა  ნატო-საქართველოს  არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესი და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები იყო.

„გერმანიის ფედერაციულ  რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ყველა სფეროში საკმაოდ დინამიურად ვითარდება, მათ შორის, თავდაცვის სფეროში. გერმანია აქტიურად არის ჩართული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. ყველა უწყებასთან და რასაკვირველია, გერმანიის ბუნდესტაგთან  ურთიერთობის გაღრმავებას მივესალმებით. დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურება იყო. ჩვენ მიმოვიხილეთ ზოგადად,  რეგიონში არსებული ვითარება, უსაფრთხოების გარემო და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით“, - განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.

ფრიც ფელგენტროის განცხადებით,  ვიზიტის მიზანს საქართველოში პოლიტიკური სიტუაციისა და უსაფრთხოების გარემოს გაცნობა წარმოადგენს.

„საქართველოში ჩემი ვიზიტის მიზანია  გავცნობოდი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და თქვენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას.  ასევე,  ვისაუბრეთ  უელსში ნატოს სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესისა და იმ პროგრესის შესახებ, რასაც საქართველომ ბოლო პერიოდში მიაღწია“, - განაცხადა ფრიც ფელგენტროის.

შეხვედრაზე საუბარი შეეეხო საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციას. გერმანელმა სტუმარმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა.

ფრიც ფელგენტროი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.  ვიზიტის ფარგლებში ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს
საქსტატი - 2023 წელს, ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა
The Digital Banker-მა „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics