13:45 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-28 20:26:48, 330 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობას უხდის

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის. წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელისგან მიიღო, ხაზგასმულია მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვის, ინოვაციებისა და დონორთა კოორდინაციის სამსახურების ეფექტურობა.

ელჩი ასევე მადლიერებას გამოხატავს საჯარო ადმინისტრირების რეფორმისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე და მკაფიო მხარდაჭერისთვის.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო,

პირველ რიგში, მინდა მადლობა მოგახსენოთ 2015 წლის 4 მარტით დათარიღებული წერილისთვის, რომელშიც გამოხატულია მთავრობის მკაფიო და ურყევი ნება საჯარო ადმინისტრირების სფეროში რეფორმებთან დაკავშირებით.

მე მივაწოდე თქვენი წერილი ევროკავშირის ინსტიტუტებს ბრიუსელში, როგორც უტყუარი დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენი მთავრობა ამ რეფორმებს. ამ კონტექსტში, 2015-2020 წლებისთვის თანამიმდევრული და ყოვლისმომცველი სტრატეგიის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩვენ ასევე მივესალმებით დონორთა სრულფასოვანი საკოორდინაციო სტრუქტურის შექმნას, სამაგალითო მმართველობის სფეროს ჩათვლით.

როგორც იცით, საჯარო ადმინისტრირების რეფორმა ერთ-ერთია საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სამი საკვანძო სფეროდან. სიხარულით აღვნიშნავ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ცალკეულ სამსახურებსა და რამდენიმე სამინისტროსთან შეთანხმებული მოქმედებების შედეგად, მუშაობა შესაბამის პროგრამაზე თითქმის დასრულებულია. თქვენი ურყევი გადაწყვეტილება მაისის ბოლომდე საჯარო ადმინისტრირების რეფორმის გზამკვლევის შემუშავებასთან დაკავშირებით იძლევა ამ რეფორმების სტრატეგიული მხარდაჭერის, ასევე, ფინანსური მხარდაჭერის, როგორც დახმარების ერთ-ერთი საბაზისო სახის, გათვალისწინების შესაძლებლობას.

ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და სიხარულით აღვნიშნო მთავრობის ადმინისტრაციასთან, განსაკუთრებით, სტრატეგიული დაგეგმარებისა და ინოვაციებისა და დონორებთან კოორდინირების სამსახურებთან ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ზემოთ აღნიშნული პროგრამის შემუშავების მიზნით სტრატეგიულ დიალოგს და ერთობლივ მუშაობას ტექნიკურ დეტალებზე.

ამ კავშირებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი წარმატებული თანამშრომლობისთვის”,- ნათქვამია იანოშ ჰერმანის წერილში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა
სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
სააკაშვილი - ვემზადოთ ხელისუფლების ცვლილებისთვის - ის ერთი ხელის გაწვდენაზეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics