2017-09-19 16:50:59, 6311 ნახვა
High - Tech
CCleaner-ი ჰაკერებმა მომხმარებლების პირადი ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენეს
CCleaner აპლიკაციის „არალეგალურად მოდიფიცირებული“ ვერსია, რომელიც ერთი თვის წინ გამოვიდა გაყიდვაში, ჰაკერებმა მომხმარებლების პირადი ინფორმაციის შესაგროვებლად გამოიყენეს, - ამის შესახებ Sky News იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული აპლიკაცია უკვე 2 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გადაიწერა კომპიუტერზე. ანტივირუსის შემქმნელმა კომპანია Piriform-მა, გამოაქვეყნა განცხადება საკუთარ საიტზე, სადაც წერია, რომ ჰაკერებმა CCleaner-ის ახალ ვერსიაში შეღწევა მის გამოშვებამდე მოახერხეს. მედიის ცნობით, ჰაკერებმა აპლიკაციის ლეგიტიმურ კოდებზე ვირუსული კოდები დაამატეს, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, წაშალოს არასასურველი ფაილი ჰარდ დრაივებიდან. სწორედ ამან მისცა ჰაკერებს 2.27 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის მოპოვების საშუალება. აღნიშნული ვირუსული კოდების დამატების შესახებ ინფორმაცია, აპლიკაციის გამოშვებიდან ერთ თვეში გახდა ცნობილი. Piriform-ის წარმომადგენელმა პოლ იუნგმა განაცხადა, რომ კომპანია თავს იკავებს ზედმეტი სპეკულაციებისგან, იმის თაობაზე თუ ვინ დგას ჰაკერული შეტევის უკან და რამდენი ხანი მზადდებოდა თავდასხმა. მისივე ინფორმაციით, ვირუსი ნაპოვნია და პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. ავტორი: , მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს
|
ომი უკრაინაშიმედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
BBC - რუსეთმა კიევსა და ოდესას დრონებით შეუტია
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 060-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
|