18:58 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 15:02:25, 2041 ნახვა

კომენტარი
ჰერმანი: ჯულიეტო კიეზას განცხადებები ოკუპირებულ აფხაზეთზე არასერიოზულია

ევროკავშირის ელჩის საქართველოში იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატის, იტალიელი ჟურნალისტის ჯულიეტო კიეზას განცხადებები ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით, თანამედროვე მსოფლიომ სერიოზულად არ უნდა აღიქვას.

როგორც ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ტიპის განცხადებებს კიეზა მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა.

ელჩმა დასძინა, რომ ევროპარლამენტში განსახილველ საკითხთა ნუსხას მხოლოდ მოქმედი დეპუტატები ირჩევენ.

„რამდენადაც მე ვიცი, ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბატონი კიეზა მსგავსი ტიპის განცხადებებს ადრეც, მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა. მინდა გითხრათ, რომ მან შესაძლოა მომავალშიც გააკეთოს ასეთი ტიპის კომენტარები, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ მათ არანაირი ძალა და შედეგი არ გააჩნიათ. ვთვლი, რომ მათ ზედმეტი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ევროპარლამენტში განსახილველ საკითხთა ნუსხას ირჩევენ პარლამენტის მოქმედი წევრები და დეპუტატები. გვინდა ასევე გაგახსენოთ, რომ გუშინ, შედგა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის შეხვედრა, სადაც გაკეთდა მკაფიო განცხადებები საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. ამ განცხადებებს და მხარდაჭერას, მერწმუნეთ, ვერაფერი შეცვლის“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი რეზოლუციაში არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics