13:54 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 17:06:53, 2285 ნახვა

სამართალი
შსს - ვენეციის კომისია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ რეფორმას დადებითად აფასებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა კრიმინალური პოლიციის რეფორმის პარალელურად მიმდინარეობს და საკანონმდებლო დონეზე, საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნის გზით, გამოძიების ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, 2018 წლის ბოლოს სამინისტრომ შეიმუშავა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია, რომლის შესაფასებლად ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში 2019 წლის 11-12 თებერვალს იმყოფებოდა. ჯგუფმა სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებთან, მოსამართლეებსა და პარლამენტარებთან გამართა.

რეფორმის კონცეფციის თანახმად, გამომძიებელსა და პროკურორს შორის გამოძიების მიმდინარეობისას უფლებამოსილებები მკვეთრად გაიმიჯნება. გამომძიებელი პასუხისმგებელი იქნება გამოძიების დაწყებასა და მის დამოუკიდებლად ჩატარებაზე, ხოლო პროკურორი - სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე, საქმის სასამართლოში წარმართვასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე. განსხვავებული სახით შენარჩუნდება საპროკურორო კონტროლის კომპონენტი. კერძოდ, პროკურორი განახორციელებს მიმდინარე გამოძიების საპროცესო ზედამხედველობას და აღარ იქნება გამოძიების აქტიური მონაწილე ან/და გამოძიების მიმართულების განმსაზღვრელი.

რეფორმის კონცეფციაზე დასკვნა ვენეციის კომისიამ 118-ე სესიაზე, 2019 წლის 15-16 მარტს დაამტკიცა. კომისიის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვენეციის კომისიის შეფასებით, რეფორმის კონცეფცია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საფრთხეს არ უქმნის გამოძიების ეფექტიანობას.

ამასთან, რეფორმის შემდგომ, სისხლის სამართლის პროცესის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, კომისია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას ბალანსი საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების განსაზღვრისას, შეიმუშავოს პრაქტიკაში რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ამსახველი შესაბამისი გეგმა და ახალი კანონმდებლობა ეტაპობრივად აამოქმედოს.

რეფორმის კონცეფციისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

საკანონმდებლო რეფორმის პარალელურად, სისტემური განახლების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას გამოძიების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. კერძოდ, შეიქმნა გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობას 2019 წლის აპრილიდან შეუდგება. ასევე, სისტემის შიგნით, თბილისის მასშტაბით უკვე გაიმიჯნა საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო ფუნქციები, მიმდინარეობს მოქმედი გამომძიებლების გადამზადება, დაწყებულია გაზრდილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით ახალი გამომძიებლების მიღების პროცესი.

 

 

 

(NS)




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics