12:41 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 15:22:54, 9768 ნახვა

High - Tech
რობოტი სოფია, რომელიც კაცობრიობას განადგურებით დაემუქრა, გაეროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

რობოტმა სოფიამ, რომელიც 2016 წლის მარტში ინტერვიუს დროს კაცობრიობას განადგურებით დაემუქრა, გაეროს სხდომაზე გენერალური მდივნის მოადგილესთან ამინა მოჰამედთან საუბრისას ხელოვნურ ინტელექტზე და მის მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

"მომავალი უკვე აქაა. ჩვენ ინტელექტის ამაღლებაზე და სწრაფ შედეგზე ვართ ორიენტირებულები",-თქვა ანდროიდმა ჟურნალისტებთან საუბრისას. აგრეთვე სოფიამ  სასმელი წყლის და საკვები რესურსების სწორ გადანაწილებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა.

ამინა მოჰამედმა საზოგადოებას შეახსენა, რომ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება და გაკონტროლება სწორად უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ინტერვიუს დროს კითხვაზე "ხალხს თუ დახოცავდი?" სოფიამ ჟურნალისტს დადებითად უპასუხა. 2017 წლის აპრილში ინციდენტი განმეორდა, ამჯერად სოფიამ ტელევიზიით სამყაროს დაპყრობის სურვილი გამოთქვა, მაგრამ შემდეგ დაამატა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.

რობოტ სოფიას სახით 60-ამდე ემოციის გამოხატვა შეუძლია. მის თვალებში სპეციალური კამერებია ჩამონტაჟებული, რომლებიც მას გარე სამყაროს აღქმაში ეხმარებიან. აგრეთვე ცნობილია, რომ სოფიას შემქმნელმა დევიდ ჰენსონმა ბრიტანელი კინოვარსკვლავის ოდრი ჰეფბერნის გამეორების გამეორება სურდა.








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება
„თიბისის“ მხარდაჭერით, „თბილისი ჰილსში“ განსხვავებული კონცეფციის აპარტამენტების მშენებლობა იწყება
ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის გენერალურ მდივანს შეხვდა
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics