01:35 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 17:46:55, 343 ნახვა

სამართალი
პროკურატურა იური ვაზაგაშვილის საქმეზე მიღებულ გენეტიკური ექსპერტიზის შედეგებს ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურა იური ვაზაგაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მიღებულ გენეტიკური ექსპერტიზის შედეგებს ასაჯაროებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინა, რომ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლის რ. ასანიძის გენეტიკური პროფილი არ არის ნივთმტკიცებებზე, შესაბამისად, 2015 წლის 20 იანვარს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელყუმბარის ამფეთქი ფალიის სახელურზე აღმოჩენილი დნმ-ი არ ეკუთვნის რ. ასანიძეს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბრალდებულ გიორგი სოსანაშვილისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე, 2015 წლის 25 აპრილს, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლის - როინ ასანიძისაგან დაცვის მხარისა და დაზარალებული მხარის წარმომადგენლების თანდასწრებით, აღებული იქნა დნმ-ის ნიმუში, რომელიც საექსპერტო კვლევისათვის გადაეგზავნა ექსპერტიზის ბიუროს.

2015 წლის 28 აპრილს, გ. სოსანაშვილის ადვოკატისა და გარდაცვლილ იური ვაზაგაშვილის წარმომადგენლის თანდასწრებით საექსპერტო ბიუროში გაიხსნა მთავარ პროკურატურაში მათივე თანდასწრებით დალუქული დნმ-ის ნიმუში და ჩაუტრდა გენეტიკური კვლევა.

ამრიგად, ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დადასტურდა, რომ ნივთმტკიცებაზე აღმოჩენილი მეორე დნმ-პროფილი არ ეკუთვნის შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელს, როგორც ამას სოსანაშვილი და მისი ადვოკატი საჯაროდ აცხადებენ და ყველასათვის ნათელია, რომ ბრალდებულ გ. სოსანაშვილისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. ჯოგლიძის განცხადებები იყო და არის ტყუილი, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების უსუსურ მცდელობას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics