07:19 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 14:41:11, 503 ნახვა

სამართალი
შსს-მ „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავს.

ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ვარლამ მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულმა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "პროკრედიტ ბანკი" დააყაჩაღა, საიდანაც 15 000 ლარი, 9 000 აშშ დოლარი და 5 000 ევრო გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში მის საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ამოღებულია ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული თანხა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics