02:43 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 15:49:42, 333 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი პრემიერთან 24-საათიან რეჟიმში მუშაობაზე შეთანხმდნენ

თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი თინა ხიდაშელი და გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი გიგლა აგულაშვილი თავიანთ უწყებებში მისვლას ორშაბათს გეგმავენ.

როგორც ხიდაშელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი პრემიერ-მინისტრთან 24-საათიან მუშაობის რეჟიმზე შეთანხმდნენ.

„ეს პირველი შეხვედრა იყო და ჩვენ შევთანხმდით  პრემიერთან 24-საათიან სამუსაო  რეჟიმზე  7 დღის განმავლობაში  მუდმივ კონტაქტზე და ერთობლივ  საქმიანობაზე.  რამდენიმე ის ღონისძიება გავიარეთ, რაც ამ კვირაში სასწრაფოდ არის გასავლელი. ამის შემდეგ პირველი ღონისძიება არის სამინიტროში მისვლა ორშაბათს ათ საათზე მე და ბატონი მინდია მივალთ სამინისტროში და ის უკვე ოფიციალურად გადმომაბარებს სამუშაო ოთახს და რეჟიმს“,-განაცხადა ხიდაშელმა.

კითხვაზე იყო თუ არა პრემიერთან მინდია ჯანელიძის თანადებობიდან  გადაყენების  მიზეზები განხილული, ხიდაშელის განცხადებით ეს კითხვა მისთვის აქტუალური არ არის.

„ ეს კითხვა ჩემთვის აქტუალური არ არის. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მინდია ჯანელიძე არსად არ წასულა  ჩვენთვის ეს საინტერესო იქნებოდა იმ შემთხვევაში ჯანელიძე სახლში, რომ გაეშვათ, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანი საბჭოს ხელმძღვანელია. ის დაბრუნდა თავის თანამდებობაზე  თავდაცვაში  ზუსტად იმავე სეგმენტს კურირებს, როგორც აქამდე“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics