03:58 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 16:17:16, 451 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: თავდაცვის სამინისტროში მივდივარ იმიტომ, რომ ჯარს ვემსახურო

„მე მოვდივარ იმიტომ, რომ ვემსახურო ჯარს და არა იმიტომ რომ მაგიდაზე ხელის დარტყმით ველაპარაკო“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ხიდაშელის თქმით, გავლენებით  მართვა მისი სტილი არ არის.

„გავლენებით მართვა არ არის ჩემი სტილი. მე გუნდური მმართვის ადამიანი ვარ.  პარტნიორობით და თანამშრომლობით წარმომიდგენია ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა, რადგან მგონია, რომ მაგიდაზე ხელის დარტყმით საქმეები არ კეთდება. საქმეები კეთდება მაშინ, როდესაც მე და თქვენ შევთანხმდებით თუ რა არის  ჩვენი ქვეყნისთვის სწორი  და მერე თანაბარი პასუხისმგებლობით ვაკეთებთ ამას. მე სხვანაირი მმართვა არ ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ თავდაცვის სამინისტროში, ისე როგორც ნებისმიერ ადგილზე,  სადაც მიმუშავია ეს მუშაობის ყველაზე სწორი ფორმაა. განსაკუთრებით ეს ჯართან არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს ის ადამიანები არიან,  ვინც ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები არიან, რომლებიც ყოველი  ჩვენგანის სიცოხლის სადარაჯოზე დგანან . ისინი განსაკუთრებულ სიყვარულს, პატივისცემას და მოკრძალებას იმსახურებენ.  მე მოვდივარ  იმიტომ რომ მათ ვემსახურო  და არა რომ მათ მაგიდაზე ხელის დარტყმით ველაპარაკო. მათ ვემსახურო იმ კეთლშობილურ საქმეში,   რასაც ისინი ყოველ დღიურად აკეთებენ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კითხვაზე, თუ როდის შეხვდება ის ჯარს, ხიდაშელმა განაცხადა, რომ გენერალური შტაბის უფროსის საქართველოში დაბრუნებას ელოდება.

„აქ არ არის გენერალური შტაბის უფროსი. დაველოდები ბატონი კაპანაძის დაბრუნებას საქართველოში. ის შუა კვირაში ჩამოვა და ჩვენ ერთად შევხვდებით ჯარს. არამგონია სწორი იყოს, რომ ეს მის გარეშე გავაკეთო“, - განაცხადა ხიდაშელმა.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, მისი თქმით, მოადგილეები უკვე გადადგნენ და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ხოლო დანარჩენის შესახებ ორშაბათს გახდება ცნობილი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics