07:16 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 21:07:15, 1871 ნახვა

პოლიტიკა
მელია: „ქართულმა ოცნებამ“ სუს-ის თანამშრომლებთან და კრიმინალურ ელემენტებთან ერთად წარმოუდგენელი მასშტაბის სპეცოპერაცია ჩაატარა

„დავესეხები ზალიკოს და ვიტყვი, ვერავინ ვერასოდეს დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე ადამიანმა კახა კალაძეს მისცა ხმა“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია ეგზიტპოლების შედეგებს.

მელიას თქმით,  დღეს მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობდა.

„არაფერი განსხვავებული და მოულოდნელი არ იხილა საზოგადოებამ დღეს. დარწმუნებული ვარ იგივე ოპერიდან დარღვევები ჯერ კიდევ წინ აქვს ათასობით დამკვირვებელს და კომისიის წევრს. შესაძლოა 5-6 საათის განმავლობაში გაგრძელდეს ბიულეტენების თვლა. „ქართულმა ოცნებამ“  თავის აქტივისტებთან, კრიმინალურ ელემენტებთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  თანამშრომლებთან ერთად წარმოუდგენელი მასშტაბის სპეცოპერაცია ჩაატარა.

 არა იმიტომ რომ მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, პირველ რიგში მე ვარ ამ ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანი, მე ვარ თბილისელი, ძალიან კარგად ვიცნობ თბილისელების განწყობას და ვერავინ ვერასოდეს ვერ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე ადამიანმა მხარი დაუჭირა კახი კალაძეს.

შევესწარი ფაქტს, როდესაც კონკრეტულ თანხმას 5000 დოლარს იხდიდნენ შემდეგი ღონისძების გატარებაში. თუ კი „ქართული ოცნების“ ესა თუ ის აქტივისტი 100 პირადობის მოწმობას მოიპოვებდა და აღებდა გარანტიას, რომ ეს 100 ადამიანი არ გამოცხადდებოდა არჩევნებზე ამაში იხდიდნენ საფასურს. ერთის მხრივ შანტაჟით, მუქარით, დაშინებით, მოსყიდვით რასაც თვალყურს  ვადევნებდით მთელი განმავლობაში, პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში, როდესაც ადამიანი ხმას აძლევდა საარჩევნო უბანზე, პრაქტიკულად თავზე ედგა „ქართული ოცნების“ აქტივისტი. მსგავსი რამ წინა არჩევნებზე არასოდეს არ ყოფილა“,-განაცხადა ნიკა მელიამ.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics