07:46 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 21:32:13, 1699 ნახვა

საზოგადოება
TI: არჩევნები თბილისში ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა - დამკვირვებლებმა 113 საჩივარი დაწერეს

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თბილისში ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. 

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იმ უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, სადაც მათი სტატიკური დამკვირვებლები იყვნენ წარმოდგენილნი, დროულად გაიხსნა და დაიხურა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა, რომელთაგან დაახლოებით ⅔ რეგისტრატორებთან საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ უბნის შიგნით მოსულ ამომრჩეველთა აღრიცხვას უკავშირდებოდა. ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დაწერეს 113 საჩივარი, რომელთაგან 106 საჩივარი სწორედ ამომრჩეველთა კანონშეუსაბამო ხერხებით აღრიცხვას ეხებოდა.  

"რაც შეეხება მეტნაკლებად სერიოზულ დარღვევებს, ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ამომრჩეველზე არაპირდაპირი ზეწოლა საარჩევნო უბნებზე. ყველაზე პრობლემური იყო ახალი ტენდენცია, რომელიც თბილისის თითქმის ყველა იმ უბანზე ფიქსირდებოდა, სადაც დამკვირვებლები გვყავდა. ამ მხრივ ძირითადად აქტიურობდნენ „ქართული ოცნებისა” და „მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლები. სამაგიდო სიიდან ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლის რიგითი ნომრის ამოწერით სუბიექტის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, კედლის სიაში მისი შედარებით მიიღონ პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი იმ პირის, რომელმაც მისცა ხმა. აღნიშნულ ფაქტს შესაძლოა, პირის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება მოჰყოლოდა. ამასთანავე, შესაძლებელია ეს ქმედება გამოყენებული იყოს ამომრჩეველზე ზეწოლის მიზნებისთვის. ჩვენმა დამკვირვებელმა მოგვაწოდა #3 საბურთალოს 21-ე უბნის კომისიის თავმჯდომარესთან, ქეთევან კოპაძესთან გასაუბრების ამსახველი აუდიო ჩანაწერი, სადაც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკითხის გასარკვევად დაუკავშირდა „ქართულ ოცნებას”, კერძოდ, ლ. ჯაფარიძეს, განმარტებებისთვის, რაც კითხვის ნიშნებს ბადებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ამ ქმედებებში პრობლემას ვერ ხედავენ, ჩვენი აზრით, სწორ განმარტებას არ წარმოადგენს. დამკვირვებელს აქვს უფლება დააკვირდეს კენჭისყრის მიმდინარეობას, თუმცა არ აქვს იმის უფლება ამოწეროს სამაგიდო სიიდან ამორჩეველთა პირადი მონაცემები და ამ ქმედების განხორციელებისას შეაფერხოს რეგისტრატორის მუშაობის პროცესი“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. 

გარდა ამისა, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ბევრ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაცია შეიმჩნეოდა, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატებოდა მათი მხრიდან აგრესიულ და არაკონსტრუქციულ ქცევაში. ასევე, კომისიის არადამაჯერებელი ქმედებების გამო ხშირად უბნებზე იქმნებოდა გაურკვევლობა. პრობლემები იყო საჩივრების რეგისტრაციის კუთხითაც. გარდა ამისა, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს საჩივრების რეგისტრაციის პრობლემებზეც. კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დამკვირვებლები საუბნო კომისიის მდივნების მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდნენ საჩივრების რეგისტრაციის პროცესში შემდეგი 7 ოლქის სულ 15 უბანზე. კერძოდ, გლდანის #10, #76, #73, #27, #13, ნაძალადევის #11, #27, საბურთალოს #40, #49, #58, ისნის #42, #64, სამგორის #36, ჩუღურეთის #23, მთაწმინდის #7. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნები ვალდებულები არიან ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში დაარეგისტრირონ საჩივარი, ისინი ამ ვალდებულების შესრულებაზე უარს აცხადებდნენ. მათ საჩივრები მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის იურისტებთან კონსულტაციებისას მიღებული განმარტებების შემდეგ დაარეგისტრირეს.
„ჩვენს დამკვირვებლებს პრობლემა შეექმნათ ასევე ორ უბანზე, სამგორის ოლქის #60 და ისნის #42 უბნებზე, სადაც მათ არ განუმარტეს საჩივრის რეგისტრაციის დროს ხარვეზის დადგენის კონკრეტული საფუძველი, რისი ვალდებულებაც მათ ასევე აქვთ კანონით. ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ჩვენს იურისტებთან კონსულტაციების გზით აღმოიფხვრა პრობლემა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში. 
 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics