18:47 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 22:14:03, 2687 ნახვა

პოლიტიკა
ეგზიტპოლის საბოლოო მონაცემებით, კალაძემ ხმათა 54% მიიღო, უდუმაშვილმა კი, 16%

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის  საბოლოო მონაცემებით, თბილისის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე 54%-ით ლიდერობს.

ეგზიტპოლის თანახმად, მეორე ადგილზე 16%-ით „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია, ხოლო მესამე ადგილს იკავებს დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი - 15%.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათ პროცენტული მაჩვენებელი ასე გამოიყურება:   „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ელენე ხოშტარია 7%; „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ირმა ინაშვილი 3%; „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ კახა კუკავა  2%; „ახალი საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ვაშაძე  2%; „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი გიორგი გუგავა  1%;

„რუსთავი 2“-ის დაკვეთით ეგზიტპოლი ამერიკულმა კომპანიამ „ედისონ რისერჩმა“ ჩაატარა.

ეგზიტპოლის მონაცემებით, თბილისში არჩევნების მეორე ტურის ჩატარება საჭირო არ გახდება.

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!
„თიბისი“ კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics