14:41 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 23:59:57, 1072 ნახვა

კახა კალაძე: ზეწოლები და ქვეწოლები ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ

ზეწოლები და ქვეწოლები ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებს ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებით.

როგორც კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენიათ.

„არანაირი წეზოლა არ ყოფილა. ზეწოლები და ქვეწოლები ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. ჩვენი კოორდინატორების მხრიდან, ვინც დამკვირვებელი იყო, არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოვისმინეთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება. ასევე უამრავი განცხადება გაკეთდა ჩვენი თანაგუნდელების მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი გადაცდომა, არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩვენს თანაგუნდელებს და ჩვენს კოორდინატორებს არ ჩაუდენიათ”, - განაცხადა კახა კალაძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, ისრაელი სრულად აღიარონ
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა
კალაძე - ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ - ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics