06:28 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-22 01:22:18, 2375 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილის თქმით, მისი მხარდამჭერები უკრაინიდან საქართველოში უკანონოდ გამოაძევეს - „პოროშენკო იაფფასიანი მაფიოზივით იქცევა“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მისი რამდენიმე ქართველი მხარდამჭერი უკრაინიდან საქართველოში კანონდარღვევით გამოაძევეს.

სააკაშვილს აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთი დეპორტირებული პირის მეუღლემ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. იგი აცხადებს, რომ მის ქმარს უკრაინაში მუდმივი ბინადრობის უფლება გააჩნდა, თუმცა ყოველგვარი მიზეზის გარეშე, სამი წლით ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა.

„ჩემი მეუღლე სახლიდან გავიდა აფთიაქში ბავშვისთვის წამლის მოსატანად. დაახლოებით ნახევარ საათში მომწერა მობილურზე, რომ უნდა გაემგზავროს და ყველაფერი კარგად არის, რაც უცნაურად მომეჩვენა. ამის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში მას ვეღარ ვუკავშირდებოდი. დავურეკე ყველა ჩვენს მეგობარს, თუმცა ვერაფერი გავიგე. მოგვიანებით ჩემი მეუღლე დამიკავშირდა და მითხრა, რომ საქართველოში იმყოფება. იგი ექვსმა შეიარაღებულმა პირმა დააკავა, დაადეს ხელბორკილი, თავზე ტომარა ჩამოაცვეს, წაიყვანეს აეროპორტში და საქართველოში გაუშვეს“, - აცხადებს დეპორტირებული პირის მეუღლე.

ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მომხდარი კანონის უხეში დარღვევაა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო „იაფფასიანი მაფიოზივით“ იქცევა.

„ამ ადამიანს დავყავდი, თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რაც მივხვდი, რომ ჩემს გარემოცვას ემუქრებიან, ის საქმიანობას ჩამოვაშორე. 2006 წელს ვლადიმერ პუტინი რუსეთში საქართველოს მოქალაქეებს ზუსტად ასე ექცეოდა, ასე მიხდიდა ის სამაგიეროს. პოროშენკო არაფრით არ განსხვავდება ვლადიმერ პუტინისგან. ახლა ცდილობს სამაგიერო გადამიხადოს. როგორ შეიძლება ცივილიზებულ სამყაროში ადამიანებს ისე მოექცნენ, როგორც დღეს მოექცნენ ჩემს მხარდამჭერებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილი თავად დეპორტირებულ პირს ტელეფონით ესაუბრა. ვინმე მიშამ, რომლის გვარსაც ვიდეოში არ ასახელებენ, განაცხადა რომ საქართველოს საზღვარი უპრობლემოდ გადაკვეთა, რადგან საერთაშორისო პასპორტი და მართვის მოწმობა ჰქონდა, თუმცა მანვე აღნიშნა, რომ კიდევ რამდენიმე პირი ქვეყანაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე შეუშვეს.

ვ ი დ ე ო




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics