16:56 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-02 19:06:27, 2777 ნახვა

კულტურა
ქუთაისის თეატრში ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციის გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციის 50-მდე ექსპონატი ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გამოიფინა.
 
ღონისძიება „ქუთაისობა 2015-ის“ ფარგლებში გაიმართა.  მისი მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული არქივი, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, მესხიშვილის თეატრი და "არტ-ლიგა". 

„დღეს გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალა, რომელიც ასახავს საუკუნისწინანდელ ქუთაისს. დამთვალირებელს საშუალება აქვს ფოტოებზე ნახოს ქალაქის მაცხოვრებლები, საზოგადო მოღვაწეები“, - აღნიშნა გამოფენის გახსნისას ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.

ნიკოლოზ საღარაძე 1877 წლის 1 მაისს დაიბადა დაბა ხონში, 1898 წლიდან სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში. ფოტოგრაფიით 12 წლის ასაკში დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც მამინაცვალს მისი სიძის, ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში გაჰყვა. იმდენად დიდი იყო ინტერესი, რომ გიმნაზიაში სწავლა შეწყვიტა, გახდა მიხაილოვის მოწაფე, შემდეგ კი - თანაშემწე. ქუთაისში, ვორონცოვის ქუჩაზე მდებარე „ცენტრალურ ატელიეში“ ის 1930-იან წლებამდე მოღვაწეობდა. თავისი მასწავლებლების მსგავსად, საღარაძეც, ძირითადად, სტუდიური ფოტოგრაფიით იყო დაკავებული. მისი ატელიე ქუთაისის რიგით მცხოვრებლებს ემსახურებოდა, თუმცა, პარალელურად, საღარაძე გამოჩენილ საზოგადო  და კულტურის მოღვაწეებს იღებდა. 

1947 წელს ნიკოლოზ საღარაძემ ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეში ათწლეულების განმავლობაში შექმნილი ფოტოარქივი - 150-მდე მინის ნეგატივი და 15 ფოტოალბომი - არქივს საჩუქრად თავად გადასცა. დღეისათვის რთული დასადგენია, ატელიეს ფოტოგრაფთაგან რომელია კონკრეტული ფოტოს ავტორი: ალექსანდრე მიხაილოვი, ნიკოლოზ საღარაძე თუ მელქონ კაჩუხაშვილი. 

გამოფენა პირველად გასულ წელს თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა. ქუთაისში საღარაძის კოლექციის ფოტოები პირველად გამოიფინება.

ინფორმაციას ახლავს ფოტო, რომელის ქუთაისში 1912 წლის აპრილში არის გადაღებული და გვირილობის დღესასწაულს ასახავს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics