12:59 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-03 10:45:11, 2804 ნახვა

კულტურა
წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში დღეს, გამოფენა „ფიროსმანი წინანდალში“ გაიხსნება

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმში დღეს,  გამოფენა „ფიროსმანი წინანდალში“ გაიხსნება, სადაც  ექსპონირებული იქნება  მირზაანის სახლ მუზეუმში დაცული ფიროსმანის 13 ნამუშევარი, პაბლო პიკასოს «ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი»  და ფიროსმანის სხვადასხვა პერიოდის  საგამოფენო აფიშები.         

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა  „მუზეუმების კოლექციიდან“ 2015 წლის იანვარში დაიწყო. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პროექტია  ფიროსმანის მირზაანის კოლექციის პრეზენტაცია, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მხოლოდ მირზაანის სახლ-მუზეუმის სტუმრებისთვის იყო ხელმისაწვდომი. 
 მარტის თვეში ფიროსმანი  თბილისის ხელოვნების სასახლეში იყო წარმოდგენილი. აპრილში ექსპოზიცია ქუთაისში გამოიფინა. 3-დან 31 მაისამდე გამოფენა წინანდლის ისტორიული კომპლექსის სტუმარი იქნება, ხოლო მოგვიანებით მას ბათუმის სახელმწიფო მუზეუმი უმასპინძლებს.

 დღეს,  წინანდლის საგაზაფხულო სეზონის გახსნაზე საფრანგეთის სიმებიანი კვარტეტი «არპეჯიონე»,    იზაბელ ფლორის - (I ვიოლინო) ნიკოლა რისლერის (II ვიოლინო), არჩილ ხარაძის (ალტი) და ალექსანდრე ჩიჯავაძის (ჩელო) შემადგენლობით  ფრანც შუბერტის,  გია ყანჩელის   და  დიმიტრი შოსტაკოვიჩის ნაწარმოებებს შეასრულებს. 

სიმებიანი კვარტეტი 1988 წელს დაარსდა და გამოჩენისთანავე მიიპყრო მუსიკალური სამყაროს ყურადღება.. 1989-1993 წლებში «არპეჯიონე» იყო პარიზში სორბონის ორკესტრის რეზიდენტი, მართავდა კონცერტებს რიშელიეს ამფითეატრში, შანზ ელიზეს თეატრის, შატლეს, ბასტილიის ოპერის, დორსეს მუზეუმის, კარუსელ დე ლუვრის და სალ გავოს სცენებზე.
 კონცერტი დაიწყება 14:00 საათზე.  ფიროსმანის გამოფენაკი,  გაიხსნება 15:00 საათზე.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თიბისიმ“ მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად სარესტორნო ბიზნესისთვის QR-ით გადახდა დანერგა
პროკურატურამ ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებზე 4 პირი დააკავა
კობახიძე - ორბანი მისაბაძი მაგალითია ყველასთვის, ვისთვისაც პატრიოტიზმს განსაკუთრებული ფასი აქვს
სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის პრევენციასთან დაკავშირებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics