12:21 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-03 22:41:49, 321 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: ეკონომიკური გუნდის მინისტრების გადაყენება ჩვენი მხრიდან პოპულისტური ნაბიჯი იქნებოდა

„ეკონომიკური გუნდის მინისტრების გადაყენება, ჩვენი მხრიდან პოპულისტური ნაბიჯი იქნებოდა“,-ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „იმედის კვირასთან“  საუბარში  განაცხადა.

მისივე თქმით, გუნდი იმისთვის არის, რომ ერთობლივად გაუმკლავდეს პრობლემებს.

„არავინ არ დაობს იმაზე, რომ ლარის დევალვაციამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა ქვეყნის მოსახლეობას, ძალიან მძიმე სოციალური ფონია, ძალიან  უჭირთ ადამიანებს და ძალიან  დაუმძიმდათ სიტუაცია იმ პირობებში როდესაც  ლარი  გაუფასურდა, რადგან ძალიან ბევრი  ადამიანია ქვეყანაში , რომელსაც  სესხი აქვს აღებული დოლარში და   მათ ამის დაფარვა უწევთ  გაუფასურებული ლარის პირობებში. ჩვენ   ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ  განმარტებები, რომ  ეს არ არის საქართველოში მიმდინარე  პროცესებით განპირობებული. იმით, რომ დღეს გადაყენებული ყოფილიყო ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ეს პრობლემა მოგვარებული იქნებოდა?!   თუმცა, მე მგონია, რომ  დღეს, ეკონომიკური გუნდის მინისტრების გადაყენება ჩვენი მხრიდან მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯები იქნებოდა. ჩვენ ვიცით, რომ  არსებობს პრობლემა და გუნდი იმისთვის არის გუნდი, რომ ჩვენ ერთობლივად შევძლებთ ამ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. არსებობს საფუძველი იმისა, რომ უახლოეს  უახლოეს მომავალში დაიწყოს ლარის გამყარება“,-განაცხადა კახა კალაძემ. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ბაზისბანკის მხარდაჭერით პანექსი საქართველოში პირველ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს
შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს „ქუდზე კაცი“ უნდა გამოვიდეს
ნასარიძე - ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics