16:30 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 10:55:33, 479 ნახვა

ეკონომიკა
კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებაც მოხდეს

ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობამ ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებაც მოახდინოს.

ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მისი თქმით, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, სექტემბერში გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის ტარიფი გაიზრდება, მთავრობა გადაწყვეტს, მოხდება თუ არა ისევ სუბსიდირება.

"კომპანიებმა შეიტანეს განაცხადი მარეგულირებელ კომისიაში. მარეგულირებელი კომისია არის სრულიად დამოუკიდებელი ორგანო და ის ვალდებულია დათვალოს, შეუქმნა თუ არა რაიმე პრობლემა ლარის დევალვაციამ კომპანიებს. შესაბამისად, მას 10 სექტემბრამდე აქვს ვადა მოახდინოს ტარიფის გადათვლა. თუ იქნება ტარიფის მომატებაზე საუბარი, ეს ყველასთვის იქნება ცნობილი. მთავრობამ შემდეგ უნდა იმსჯელოს, ისევ სუბსიდირებას მოახდენს, თუ მოსახლეობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის ტარიფის მომატება მოხდება", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თავად სუბსიდირების მომხრე არ არის.

"მე ზოგადად სუბსიდირების მომხრე არ ვარ. ეს გარკვეულ ეტაპზე მიზანშეწონილი იყო, მაგრამ გრძელვადიან ეტაპზე ეს მძიმე იქნება ჩვენი ბიუჯეტისთვის და კომპანიებისთვის. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ქსელი იყოს ძალიან კარგ მდგომარეობაში, რადგან რეგიონებში ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები არსებობს. ერთი ამინდის ცვლილება, ქარის ამოვარდნა იწვევს ელექტროენერგიის გათიშვას. 10 წლიანი გეგმა გვაქვს შემუშავებული, თუ არა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით რომ საქართველოში ენერგეტიკული სისტემა სრულიად გამართული იყო", - აღნიშნა კალაძემ. 

რაც შეეეხება ბუნებრივი აირის ტარიფის სუბსიდირებას, კალაძის განცხადებით, ეს მხოლოდ მოსახლეობაზე ხდება და ბიუჯეტიდან ამისათვის წლიურად 15 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებითვე, ტარიფებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან დაპირისპირება არ ჰქონია.

 "არავისთან დაპირისპირება არ მაქვს. მე თუ ვინმესთან მაქვს დაპირისპირება, ეს ხდება ღიად. მე გუნდის წევრი არ ვიქნები, თუ ვინმეს ვუპირისპირდები. მე ჩემი კონკრეტული შეხედულებები მაქვს და ამაზე ღიად ვსაუბრობ", - აღნიშნა კალაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რიჟვაძე - 29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო შეკრება, სადაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები
ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს
ბათუმი 2025 წელს ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლით და საცურაო აუზით უმასპინძლებს
ლაზარე გრიგორიადისი - ბრძოლა გრძელდება - აქციებზე შევხვდებით! [ვიდეო]

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics