02:13 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 11:22:51, 309 ნახვა

თინა ხიდაშელი: იქნება შემთხვევები, როდესაც, შეიძლება, სამხედრო ფორმაში მნახოთ

„იქნება შემთხვევები, როდესაც შეიძლება სამხედრო ფორმაში მნახოთ, მაგრამ ეს თავდაცვის მინისტრის მთავარი საქმე არ არის“,– ამის შესახემ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა უწყებაში მინდია ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე  შეფასებით, თავდაცვის მინისტრმა უნდა მოახერხოს და ჯარს სამოქალაქო სექტორიდან ემსახუროს, თუმცა, ჯარისკაცი არ უნდა გახდეს.  

ხიდაშელის  მთავარი ამოცანაა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო და სამოქალაქო ნაწილად გაყოფის პროცესი  ბოლომდე მიყვანა.

„როდესაც პოლიტიკაში ხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ჩემთვის არც ერთი სფერო უცხო არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც  არასამთავრობო ორგანიზაციაში ვიყავი, ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერზე ვმუშაობდით, მარგამ ეს მთავარი არ არის.  ჩემი ამოცანაა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი , რომელიც საქართველოლში რამდენიმე ხნის წინ დაიწყო, თავდაცვის უწყებისა და გენერალური შტაბის, ანუ სამხედრო  და სამოქალაქო ნაწილად გაყოფა ბოლომდე მივიყვანო. დღემდე პრობლემები აქვს თავდაცვის კანონს პარლამენტში.  ვფიქრობ, ის მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გადავიდეთ რეალურად იმ სტანდარტებზე, რასაც ნატო და საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი წევრობა ითხოვს.  ამიტომ, იქნება შემთხვევები, როცა მე შეიძლება მნახოთ სამხედრო ფორმაში, მაგრამ ეს თავდაცვის მინისტრის მთავარი საქმე არ არის. თავდაცვის მინისტრმა უნდა მოახერხოს, რომ ჯარს ემსახუროს სამოქალაქო სექტორიდან და არ უნდა გახდეს ჯარისკაცი.  ეს არის სწორედ 21–ე საუკუნის ის მოთხოვნა, რომლის წინაშეც ვდგავართ. შესაბამისად,  ვერ  ვხედავ პრობლემას, ვერც ჯარისკაცის ფორმაში და ვერც თავდაცვის სამინისტროდან ჯარის მსახურებაში. მაგრამ ეს ზღვარი ნათლად უნდა გავავლოთ“, – აღნიშნა ხიდაშელმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics