18:07 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 14:07:34, 332 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროში ჰიდროელექტროსადგურებიდან გამოწვეული გარემოზე კუმულაციური ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე იმსჯელეს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ჰიდროელექტროსადგურებიდან გამოწვეული გარემოზე კუმულაციური ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე იმსჯელეს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მეორე სამუშაო შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ბითაძემ გახსნა. შეხვედრაზე მხარეებმა კუმულაციური ზემოქედების შეფასების ექვსსაფეხუარიანი მიდგომა და საერთაშორისო დონეზე მისი პრაქტიკული განხორციელების გეგმა განიხილეს.

პროექტის მიზანია ჰიდროელექტროსადგურებიდან გამოწვეული გარემოზე კუმულაციური  ზემოქმედების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება.

პროექტი გერმანიის გარემოს, ბუნების დაცვის, მშენებლობისა და ბირთვული უსაფრთხოების სამინისტროს  ფინანსური მხარდაჭერითა და GIZ-ისა და ავსტრიული კომპანიის RBM Solution-ის ორგანიზებით მიმდინარეობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics