20:24 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 12:43:25, 646 ნახვა

ეკონომიკა
აპრილში ტრანსპორტი, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აპრილის თვის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა.

2015 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,3 პროცენტი შეადგინა. სამომხმარებლო კალათაში შემავალი გარკვეული საქონლისა და მომსახურების ღირებულება გაძვირდა. მათ შორის ტრანსპორტი, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო.

საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტი: წინა თვესთან შედარებით ფასები გაიზარდა 1,8 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,20 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,7 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2,1 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 1,0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფზე (1,7 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0,3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-2,7 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-2,6 პროცენტი). ამასთან ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (5,2 პროცენტი).

რაც შეეხება ყოველწლიური ინფლაციის მაჩვენებელს, 2015 წლის აპრილში 2014 წლის აპრილთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2,5 პროცენტი შეადგინა. აპრილში გარკვეული საქონლისა და მომსახურების ღირებულება გაძვირდა, მათ შორის სურსათი და ჯანმრთელობის დაცვა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics