03:16 - 18 Apr, 2024
2015-05-04 13:03:57, 499 ნახვა
პოლიტიკა
კერესელიძე: თუ დადასტურდა, რომ გალუსტ სააკიანმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერს უმასპინძლა, რეაგირება მკაცრი იქნება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, დავით კერესელიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის პარლამენტის სპიკერის ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა დადასტურდა, ქართული მხარის რეაგირება მკაცრი იქნება. როგორც კერესელიძემ აღნიშნა, ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ოსურმა მედიამ გაავრცელა და სხვა წყარო ამ ინფორმაციას არ ავრცელებს. მისივე თქმით, ეს შეხვედრა არ დადასუტრებულა. "თუ დადასტურდა, რომ ეს მართლაც ასე მოხდა, მაშინ ჩვენ, რა თქმა უნდა, ადეკვატურად მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ ყველა იმ საშუალებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ამაზე აუცილებლად იქნება რეაგირება ", - აღნიშნა დავით კერესელიძემ. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|