04:41 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 13:27:06, 369 ნახვა

პოლიტიკა
რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტს გიორგი ამაშუკელი უხელმძღვანელებს

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტს გიორგი ამაშუკელი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეპარტამენტის ახალ უფროსს შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

პრემიერ–მინისტრმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია რეგიონების განვითარებასა და რეგიონში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე. გიორგი ამაშუკელმა პირველი დავალება მიიღო მთავრობის მეთაურისგან– დაინტერესდეს ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოებით და აქტიურად ჩაერთოს რეგიონებში მიმდინარე პროცესებში.

გიორგი ამაშუკელმა მადლობა გადაუხადა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის.
ცნობისთვის, გიორგი ამაშუკელი დღემდე  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. დამთავრებული აქვს თსუ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და ლივერპულის ჯონ მურსის სახელობის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), მაგისტრის ხარისხი–სპეციალობა: ბიზნეს და კომერციული სამართალი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics