12:09 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 20:01:52, 494 ნახვა

პოლიტიკა
სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა საჰაკიანის და ბიბილოვის შეხვედრის შესახებ ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს სომეხი კოლეგა ჰოვიკ აბრაჰამიანი დაუკავშირდა და  ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის, ანატოლი ბიბილოვისა და სომხეთის პარლამენტის სპიკერის, გალუსტ საჰაკიანის შეხვედრის შესახებ ესაუბრა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, საქართველოს მთავრობის მეთაურს სატელეფონო საუბრისას განუმარტა, რომ ანატოლი ბიბილოვი ყარაბაღში არასამუშაო დღეს, კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და გალუსტ საჰაკიანთან  პირადი  ხასიათის არაფორმალური  კომუნიკაცია შედგა.  შეხვედრაზე საქმიანი თემები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები,  განხილული არ ყოფილა.

ჰოვიკ აბრაჰამიანმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და ხაზი გაუსვა საქართველოსადმი სომხეთის კეთილმეზობლურ და მეგრობულ დამოკიდებულებას.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TI - საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს
საქსტატი - 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
„თიბისის“ მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი „სიმეტრია ჯიქია“ შენდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics