23:32 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 14:57:26, 331 ნახვა

საზოგადოება
„სითი პარკი“: მერიასთან მოლაპარაკებების პროცესში ორივე მხარის ინტერესები დაკმაყოფილდება

კომპანია „სითი პარკში“ აცხადებენ, რომ თბილისის მერიასთან მოლაპარაკებების პროცესში ორივე მხარის ინტერესების დაკმაყოფილება მოხდება.

ამის შესახებ „სითი პარკის“ წარმომადგენელმა ლევან ტაბიძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში დედაქალაქის მერიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

ტაბიძის თქმით, ამ ეტაპზე თბილისის მერიის მიერ კომპანიისათვის წარდგენილი პუნქტების განხილვა მიმდინარეობს და დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებისათვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„თითოეულ პუნქტს ძალიან ბევრი ქვეპუნქტი აქვს და შესაბამისად, ამჟამად განხილვის პროცესი მიმდინარეობს. თუ რაიმე მიუღებელი იქნება კომპანიისათვის, ამის შესახებ საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ორივე მხარის ინტერესების დაკმაყოფილება მოხდეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დაკმაყოფილდება ან არაფერი. ჩვენ ტენდერში იმ პირობებით გავიმარჯვეთ, რაც გამოცხადებული იყო და დღემდე ამ პირობებით ვმუშაობდით“, - განაცხადა ლევან ტაბიძემ.

მისივე თქმით, თავად „სითი პარკის“ მხრიდან დედაქალაქის მერიისათვის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მიზნით რაიმე წინადადების წარდგენა არ მომხდარა.

შეგახსენებთ, თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ მოთხოვნათა პაკეტი წარუდგინა. მერიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ავტომანქანების საჯარიმოზე გადაყვანის ნაცვლად, მათი ადგილზე დაჯარიმებაა. კიდევ ერთი მოთხოვნა შემოსავლების განაწილების თანაბრობას უკავშირდება. საუბარია ტროტუარებზე პარკირების შეზღუდვასთან დაკავშირებითაც. არსებული ინფორმაციით, თბილისის მერია უახლოეს ხანში "სითი პარკის" წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics