19:20 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 15:23:15, 438 ნახვა

საზოგადოება
სმენდადაქვეითებული პირები სახელმწიფო სერვისების მიღებას სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ

ყრუ და სმენადაქვეითებული პირები დღეიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებით დისტანციური მომსახურებით ისარგებლებენ.

სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის ინიციატივით, 5 მაისიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ  31 სახელმწიფო სერვისის მიღებას.
შემუშავებული პროექტის კონცეფცია მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, სერვისების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა აღნიშნა,  ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსახლეობისთვის აღნიშნული  სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება sda.gov. ge - დან    და Skype-ს მეშვეობით. 
„ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსახლეობას დღეიდან  უკვე შესაძლობლობა ექნებათ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური სერვისცენტრის სარგებლობის.  მათთვის ეს შესაძლებელი იქნება ჩვენი ვებ საიტიდან, Skype-ს მეშვეობით sda.gov. ge - დან .  მათ შეეძლებათ Skype-ს მეშვეობით დაუკავშირდნენ ჩვენს თანამშრომლებს და მიიღონ შესაბამისი კონსულტაცია ან  მიიღონ შესაბამისი მომსახურება. სერვისების განვითარების სააგენტო აგრძელებს სახელმწიფო სერვისების ხარისხის ამაღლებას, ასევე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ამის ფარგლებში ინოვაციური ლაბორატორია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სხვა სერვისების დანერგვას“,-განაცხადა შიო ხეცურიანმა. 

დღეიდან ყოველი სამუშაო დღის 09:00 საათიდან 21:00 საათამდე ყრუ და სმენადაქვეითებული პირები შეძლებენ განაცხადა გააკეთეონ ისეთი სერვისების მიღებაზე, როგორიც არის: განმეორებითი ბიომეტრიული პასპორტის, დაბადების, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის ან/ და გვარის შეცვლის განმეორებითი მოწმობის მიღება და სხვა.

აღნიშნული სერვისებით სარგებლობის მსურველებს საშუალება აქვთ კონსულტაციის მისაღებად  Skype-ის  მეშვეობით დაუკავშირდნენ sda.ge   დაუკავშირდნენ დისტანციური  სერვისების სამსახურს და მათ კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები ჟესტების ენაზე გაუწევენ.
აღსანიშნავია,საქართველოს  პრიორიტეტად აღიარებულია სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ამაღლება, რაც ასევევ მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვუს ეტაპობრივად ყველა საჭირო სერვისზე წვდომის უზრუნველყოფას.

 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო   აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე  მოქალაქეების საწიროების იდენტიფიცირებაზე  და უკვე დაგეგმილია  სერვისების ადაპტირება უსინათლოებისთვის. 

ახალი სერვისების პრეზენტაცია სერვისების განვითარების სააგენტოს  თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა გამართა. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტი ამირან ბატატუნაშვილი დაესწრო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics