13:31 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 16:44:07, 512 ნახვა

სამართალი
სარფსა და თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 4 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტის  „სარფი“-ს ტერიტორიაზე  თურქეთიდან საქართველოს მოქალაქე კ. კ. შემოვიდა, რომლის კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა ვერცხლის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს.

კერძოდ, მონეტები (152,97გრ), ბეჭდები (84,15გრ), კულონები (29,29გრ), გულსამაგრი (5,78გრ), ყელსაბამები (31,84გრ), სამაჯურები (6,94გრ), საყურეები (22,2გრ),  სუფრის აქსესუარები (13,62გრ), ასევე ვერცხლის ჯართი 30,78გრამი და ოქროს საათი (39,06გრ). საერთო წონით 417,2გრამი. კ.კ-ს აღნიშნული საქონელი ავტომანქანაში, სხვადასხვა ნივთებში ჰქონდა დამალული. საქონლის საბაჟო ღირებულებამ  1296,78 აშშ დოლარი(ექვივალენტი ლარში 3022ლარი) შეადგინა. მოქალაქე კ.კ.  საქართველოს  საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად დაჯარიმდა და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3022 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2 მაისს საბაჟო გამშვებ პუნქტ „თბილისის აეროპორტში“ რეისით “შარჯა-თბილისი” სომხეთის მოქალაქე ფ. კ. ჩამოვიდა, რომელსაც ეჭვის საფუძველზე ხელბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული საქონელი:  15 ცალი მობილური ტელეფონი (SAMSUNG GALAXY  7ც, IPHONE 7ც, HTC 1 ც),  ლეპტოპი (HP),   ტაბი (SAMSUNG GALAXY), ფოტოაპარატი (CANON), 24 ც  ე.წ. გადამყვანი (USB), ასევე 24 ც. მობილური ტელეფონის დამტენი, 21 ც. ყურსასმენი, სათვალთვალო კამერა,  პროექტორი და   სუნამოები აღმოაჩნდა.  საქონლის საბაჟო ღირებულებამ   12423,62 ლარი შეადგინა. ფ.კ-ს  სსკ-ის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით  შეეფარდა ფულადი ჯარიმა  12423,62 ლარის ოდენობით.

2 მაისს, ამავე რეისით თბილისში სომხეთის კიდევ ერთი მოქალაქე  ე. მ.  ჩამოვიდა, მასაც ხელბარგშიც არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 10 ცალი მობილური ტელეფონი (SAMSUNG GALAXY), ლეპტოპი (ACER), 10 ერთეული სუნამო და მობილური ტელეფონების აქსესუარები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ  4139,68 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ე. მ-ს  სსკ-ის  289-ე მუხლის მე -10 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა  4139,68 ლარი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენის აპარატი, ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს
პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა უჩივლა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან
პრეზიდენტმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს ვეტო დაადო
პაპუაშვილი - ამ აქციებმა და აქციების ორგანიზატორების გაუმჭვირვალობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა კანონის საჭიროება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics