21:00 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 18:58:33, 415 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებისა და სამართლიანობის ჯგუფის უფროსს დევიდ კლარკსა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ნიკ ვილკესს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის სპეციალური მრჩეველი სტივენ გლოვერიც დაესწრო.

მათივე ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრის ერთ-ერთ თემას უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხი წარმოადგენდა. საუბრისას აღნიშნულ პროცესში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

„დიდ ბრიტანეთთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ისევე, როგორც ზოგადად, ქართულ სახელმწიფოს უკვე ძალიან ბევრი წელია ქმედითი, აქტიური თანამშრომლობა აქვს. თავდაცვის სფეროში ბრიტანელების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისინი ნატოს უელსის სამიტის პაკეტის განხორციელების ერთ-ერთ კომპონენტში ლიდერის პოზიციებზე არიან“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

 „ქართველ მეგობრებს ყველანაირად დავეხმარებით შესაძლებლობის ფარგლებში და გავაგრძელებთ თანამშრომლობას. განვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევებიც. მინისტრისგან მოვისმინეთ მისი პრიორიტეტები და საწყის ეტაპზე თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები დავსახეთ. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას და ახალი იდეების რეალიზებას, რომელიც საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში დაეხმარება“, -განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის, რესურსების მართვის, თავდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და შეიარაღებულ ძალებში კვების საკითხებს დაუთმო. მან, ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამხედრო განათლების საკითხებში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

ორმხრივი შეხვედრისას, მხარეებმა ბრიტანეთის მაღალი დონის სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლების საქართველოში დაგეგმილი ვიზიტების შესახებაც ისაუბრეს. მათ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს- სპექტაკლი დასრულებულია
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics