16:41 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 19:03:22, 372 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ტრასეკას გენერალური მდივანი მირჩა ჩიოპრაგა ეწვია

საქართველოს საქმიანი ვიზიტით ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისიის მუდმივმოქმედი სამდივნოს გენერალური მდივანი მირჩა ჩიოპრაგა სტუმრობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური მდივნის ვიზიტის მთავარ მიზანს საქართველოს სატრანსპორტო უწყებებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრების გამართვა და საქართველოს სატრანსპორტო სისტემის არსებული მდგომარეობის შესწავლა წარმოადგენს.

ამასთან, უწყების ცნობით, მირჩა ჩიოპრაგა დაინტერესებულია,  გაეცნოს შესაბამისი ბენეფიციარების მოსაზრებებს და წინადადებებს ტრასეკას პროგრამის სამომავლო გეგმებთან და მის ფარგლებში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში ტრასეკას გენერალურმა მდივანმა შეხვედრები გამართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან და საქართველოში TRACECA–ს ეროვნულ მდივანთან ნათია მიქელაძესთან. ამასთან, შეხვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელობას და მოინახულა სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში კერძო ინვესტიციებით განხორციელებული პროექტები - „დიპლომატ ჯორჯიას“ და „გებრუდერ ვეისის“ A  კლასის საწყობები.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ტრასეკას გენერალური მდივანი გეგმავს ვიზიტს  ბათუმში და შეხვედრების გამართვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარმომადგენლებთან. ამასთან, მას სურვილი აქვს მოინახულოს ბათუმის საზღვაო ნავსადგური და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი.

სამომავლოდ, ტრასეკას გენერალური მდივანი მირჩა ჩიოპრაგა გეგმავს კიდევ ერთხელ  ეწვიოს საქართველოს, რომლის დროსაც ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და სარკინიგზო გადაზიდვებს დეტალურად გაეცნობა. 

მირჩა ჩიოპრაგა ტრასეკას გენერალურ მდივნად 2015 წლის 29 იანვარს იქნა არჩეული. ის საქართველოში 8 მაისამდე დარჩება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იუკნევიჩიენე - საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული, უცხოელი აგენტების კანონი
ოპოზიციური პარტიები - ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის
პესკოვი - უკრაინისადმი აშშ-ის სამხედრო დახმარება ფრონტის ხაზზე ვითარებას ვერ შეცვლის
კვიჟინაძე - არც ერთი შეხვედრა არ ყოფილა, რომ მანჯგალაძეს და ვაშაძეს არ ეთქვათ, რუსეთიდან რომ კომპანიები გამოდის, რატომ არ უწყობთ ხელს, ოფშორიდან შემოვიდესო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics