18:46 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-05 20:07:47, 442 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საკალათბურთო გუნდმა „შსს აკადემიამ“ სუპერლიგის თამაშში გამარჯვება მოიპოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საკალათბურთო გუნდმა „შსს აკადემიამ“ საქართველოს 2014-2015 წლის სუპერლიგის მეორე თამაშში წარმატებით იასპარეზა.

„შსს აკადემიამ“ დაძაბულ შეხვედრაში გუნდი „სოხუმი“ 105:75 ანგარიშით დაამარცხა. შსს-ს გუნდის მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის განცხადებით, „შსს აკადემია“ წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი ფავორიტია და სუპერლიგაში გამარჯვება აქვს განზრახული.

აღსანიშნავია, რომ შსს-ს საკალათბურთო კლუბმა „შსს-ს აკადემიამ“ 2013 წელს 26 მაისს სუპერლიგაში გამარჯვება მოიპოვა, ხოლო იმავე წლის დასაწყისში საქართველოს თასის მფლობელი გახდა, რაც მნიშვნელოვანი წარმატებაა კლუბის არსებობის მანძილზე. ამას გარდა, „შსს აკადემია“ ერთადერთი კლუბია სუპერლიგის გათამაშებაში, რომელიც მხოლოდ ქართველი კალათბურთელებით არის დაკომპლექტებული.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერბოკი - კანცლერს არ ეშინია პუტინის - დროა, შეწყდეს დისკუსიები Taurus-ების უკრაინისთვის გადაცემაზე
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics