07:56 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 18:10:13, 4200 ნახვა

პოლიტიკა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური თავდაცვის სამინისტროს ნაწილი ხდება (ექსკლუზივი)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორი დღის წინ, სტრუქტურული ცვლილებები დააანონსა,  რაც რამდენიმე სამინისტროს შერწყმას გულისხმობს.

პრემიერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან დაკავშირებით არ უსაუბრია, თუმცა  როგორც „ექსპრესნიუსისთვის“  გახდა ცნობილი, სამსახური თავდაცვის სამინისტროს  დაქვემდებარებაში გადადის. „ექსპრესნიუსი“ ვეტერანების საქმეთა  სახელმწიფო სამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ „წინასწარი საუბრებით, მათი სამსახური  თავდაცვის სამინისტროს ნაწილი ხდება“.

„თუმცა მე დადასტურება არაფრის შემიძლია, არც უარყოფა, რადგან ზუსტად არ არის ჯერ ყველაფერი ჩამოყალიბებული, არც ნათქვამი. ამის შესახებ გახდება ცნობილი“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა დათო გოგოლაშვილმა.

რა ფორმით შევა ვეტერანების  საქმეთა სახელმწიფო სამსახური  თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში-ვეტერანების  საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ამ ეტაპზე ზუსტად საუბარი უჭირთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ვეტერანთა სამსახური თავდაცვის უწყების შემადგენლობაში, როგოც სსიპი ისე გაერთიანდება:

„წინასწარი საუბრებით ვიცით, რომ ვეტერანების სახელმწიფო სამსახური როგორც სსიპი, ისე შედის. შეიძლება შემდეგ  იყოს რეორგანიზაციაზეც საუბარი. თავდაცვის სამინისტროს ნაწილი როცა გახდება, შემდეგ გაირკვევა ყველაფერი. მეტი არაფერი ვიცით. სიახლეა ჩვენთვისაც, ისევე, როგორც თქვენთვის.  როგორც კი გაირკვევა, გავავრცელებთ ინფორმაციას“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ ვეტერანების  საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

რა ბედი ეწევა  პროექტებს, რომლებიც ვეტერანების სოციალურ მდგომარეობას უწყობს ხელს? ვეტერანების  საქმეთა სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ  ბიუჯეტით უკვე გაწერილი  პროექტები გაგრძელდება:

„რაც უკვე ბიუჯეტით არის გაწერილი, ის პროექტები გაგრძელდება. თუ  სამსახური თავდაცვის სამინისტროსთან დაქვემდებარებული გახდება, შემდეგ  გადაწყვეტილებას, ალბათ, მიიღებენ არა მხოლოდ  ვეტერანების საქმეთა სამსახურში,  არამედ ამას უკვე კანონი და ნორმატივები დაარეგულირებს, შესაბამისი რეგულაციებიც იქნება გაწერილი“,-აღნიშნა დათო გოგოლაშვილმა.

სამსახურში ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ,  რა ცვლილებებია მოსალოდნელი, თუნდაც კადრების შემცირების კუთხით.

„ექსპრესნიუსი“  პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ვეტერანთა სამსახურის თავდაცვის უწყებასთან დაქვემდებარების  შესახებ ინფორმაციას,  ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ. კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ თავდაცვის სამინისტროშიც.

ვეტერანების  საქმეთა სახელმწიფო სამსახური  პრემიერის დაქვემდებარებამდე,   სწორედ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, როგორც სტრუქტურული ერთეული-თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.

გავა  თუ არა სამსახური ახალი შენობიდან, სადაც სულ ერთი თვეა, რაც გადავიდა? მოხდება თუ არა კადრების შემცირება და  სამსახურის ბიუჯეტის შემცირება? რა ბედი ელის პროექტებს, რომლებიც ვეტერანების სოციალურ მდგომარეობას უწყობს ხელს-აღნიშნული კითხვები ამ დროისთვის პასუხგაუცემელი რჩება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - პროვოკაციის და დაძაბვის დრო არაა!
შსს - სამართალდამცველებმა აქციაზე ადმინისტრაციული წესით 2 პირი დააკავეს
კახა კალაძე: ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics