10:34 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-16 21:33:07, 1389 ნახვა

სპეციალური ანონსი
17 ნოემბრის ანონსი

17 ნოემბერს, 09:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ინიციატივით, პირველი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“ გაიმართება, რომელსაც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე; პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე; EBRD-ის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.  საკონტაქტო პირი ხატია წიკლაური - 577 255 515 

17 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 86-ე საერთაშორისო სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს. მის: თბილისი, საქართველოს პარლამენტი, სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, მე-3 სართული)

17 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულები საპროტესტო აქციას გამართავენ. 

17 ნოემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები ეწვევიან. 
მის.: გუდიაშვილის ქ. #7, ბიბლიოთეკის ადმინისტრაციული კორპუსი 

17 ნოემბერს, 12:00 საათზე, დედათა და ბავშვთა სტრატეგიისა და პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრება. მის: ვარდების რევოლუციის მოედანი, სასტუმრო „რედისონი“. საკონტაქტო სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

17 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის მუზეუმი გაიხსნება.

17 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ბოლო დეტალების და დასკვნითი სამუშაოების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. 

17 ნოემბერს, 13:00 საათზე, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გაუძღვება. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

17 ნოემბერს, 15:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

17 ნოემბერს, 16:30 საათზე, თბილისის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. 

17 ნოემბერს, 17:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

17 ნოემბერს, 19:00 საათზე, სლოვაკეთის საელჩო ხელოვნების სასახლეში ხავერდოვანი რევოლუციის 28 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას უმასპინძლებს. მიღებაზე სიტყვით გამოვა სლოვაკეთის ელჩი საქართველოში რუდოლფ მიხალკა და საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.მის.: კარგარეთელის ქ. #6, ხელოვნების სასახლე საკონტაქტო ტელ.: 577 33 51 33

 

 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters - ისრაელის ალეპოზე საჰაერო თავდასხმას 38 ადამიანი, მათ შორის „ჰეზბოლას“ 5 წევრი ემსხვერპლა
Moodys-მა „ლიბერთი ბანკის“ გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა
სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიას 45 ადამიანი ემსხვერპლა
კობახიძე - საქართველოს რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სიმდიდრეა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics