14:41 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-21 18:28:09, 2651 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის სასამართლომ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, სარჩელი წარმოებიდან მოხსნა

უკრაინის უმაღლესმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სარჩელი, წარმოებიდან მოხსნა, - ამის შესახებ Strana.ua იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკითხს საერთოდ არ განიხილავენ, თუმცა მისი განხილვა გაჭიანურდება.

მედიის ცნობით, მოსამართლე ტატიანა შიპულინა, რომელსაც  ყოფილი პრეზიდენტის საჩივარი უნდა განეხილა, უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოდან პეტრო პოროშენკოს განკარგულებით ახალ უზენაეს სასამართლოში გადადის სამუშაოდ.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს უკრაინის სასამართლოში აქვს შეტანილი სარჩელი ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ. ექს-გუბერნატორი მისთვის მოქალაქეობის წართმევას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური მოტივით, უკანონოდ მოხდა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
„თიბისის“ მხარდაჭერით დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
სააკაშვილი - ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ახალმა თაობამ, რომელიც ამისთვის სრულად მზად არის
ცესკომ ძალადობრივი, პრორუსული პარტიის, „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics