09:19 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-12 16:44:42, 2442 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე დეპუტატებს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატან ცვლილებებს აცნობს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციის  ახალ  რედაქციას განიხილავენ. მომხსენებლი პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძეა. მისი თქმით, უკვე დამტკიცებულ  ცვლილებებში ცვლილების შეტანა  ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციების  გათვალისწინებას უკავშირდება.

„ეს რეკომენდაციები არ იყო ასახული ვენეციის კომისიის პირველ საბოლოო დასკვნაში, აისახა მხოლოდ ბოლო დასკვნაში მას შემდეგ, რაც ჩვენ უკვე გქვონდა 2 მოსმენით პრაქტიკულად მიღებული კანონპროექტი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, თავიდანვე ინიცირებული იყო 5 ძირითადი ცვლილება.

კობახიძე ამბობს, რომ ცვლილებები არსებითად ვენეციის კომისიის 4 რეკომენდაციას ეფუძნება. ასევე,  შემოთავაზებულია   ტერმინოლოგიური ცვლილებები  და  ტექნიკური ხასიათის რამდენიმე  ცვლილება.

კერძოდ, მუხლობრივად ცვლილებები ასეთია:

მე-5 მუხლს ემატება ჩანაწერი გარემოს დაცვის თაობაზე. არის შემოთავაზებული შემდეგი ფორმულირება-სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვაზე, ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობასა და ქვეყნის ეკოლოგიურად მდგრად განვითარებაზე.

მეორე თავში გარანტირებულია გარემოს დაცვის უფლება და შემოთავაზებულია მე-5  მუხლში სახელმწიფოს სოციალური ვალდებულების გაწერა.

ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ცვლილებების შეტანა მუხლში, რომელიც აწესრიგებს რწმენის თავისუფლების ძირითად უფლებას.

კერძოდ, ამოეღოთ ჩარევის 3 საფუძველი-სახელმწიფო უსაფრთხოება, დანაშაულის თავიდან აცილება და მართლმსაჯულების განხორციელება.

შემოთავაზებულია ახალი ფორმულირება-უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის, ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

შემოთავაზებულია მე-14, მე-15 და მე-17 მუხლებში  დანაშაულის თავიდან აცილების საფუძვლის ამოღება, რაც გამომდონარეობს იქიდან, რომ საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზანი ისედაც მოიცავს თავის თავში დანაშაულის თავიდან აცილებას, პრევენციას.

მე-17 მუხლის რედაქცია არის მცირედით შეცვლილი იმისათვის, რომ იდენტური იყოს ტექსტები, ჩარევის საფუძვლების  განმსაზღვრელი რედაქციები ყველა შესაბამის მუხლში.

24-ე მუხლი ეხება საარჩევნო უფლებას. საარჩევნო უფლების მომწესრიგებელ მუხლში შეტანილი იყო  ახალი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არ აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე განზრახი დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში და ა.შ.  საყოველთაო სახალხო განხილვის ფარგლებში გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით, სიტყვა განზრახი ამოღებულია.

27-ე მუხლი ეხება განათლების უფლებას და აკადემიურ თავისუფლებას.

თსუ-ს რექტორის შემოთავაზების გათვალისწინებით,  მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ აკედამეიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია უზრუნველყოფილია.

37-ე მუხლი ეხება პარლამენტის არჩევნებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს არის ყველაზე პრინციპული ცვლილება, რომელიც შედის კონსტიტუციაში.

საქმე ეხება ე.წ. ბონუსის სისტემას. არსებული დამტკიცებული რედაქციის თანახმად, გამარჯვებული პარტია იღებდა გაუნაწილებელი მანდატების უდიდეს რაოდენობას, ან ყველა  მანდატს. ვენეციის კომისიის პირვანდელი რეკომენდაცია იყო ბონუსის კორექტირება, რაც მოხდა, თუმცა ამის შემდეგ ბოლო დასკვნაში აისახა ახალი რეკომენდაცია, რომლითაც  მთლიანად ბონუსის გაუქმება მოითხოვა ვენეციის კომისიამ, რაც  ბოლო ცვლილებებში აისახა. შესაბამისად, კანონპროექტი ითვალისწინებს ბონუსის სიტემის გაუქმებას.

არსებული რედაქციით შემოთავაზებულია სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა და დაკონკრეტებულია თავიდან ბოლომდე მანდატების განაწილების წესი უშუალოდ  კონსტიტუციის დონეზე.

კერძოდ, მათემატიკურად გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა იმაზე ერთით ნაკლებია, ვიდრე  ბარიერ გადალახული პარტიების რაოდენობაა. პირობითად, თუ 4-მა პარტიამ გადალახა ბარიერი, გაუნაწილებელი მანდატი ვერ იქნება 3-ზე მეტი.

ირაკლი კობახიძის თქმით,  ყველაზე დიდი ალბათობით, გაუნაწილებელი მანდატი დარჩება 1, ან 2. ფორმულირების თანახმად, ეს მანდატები თანმიმდევრულად გადანაწილდება საუკეთესო შედეგის  მქონე პოლიტიკურ პარტიებზე. ჯერ პირველ ადგილზე გასული პარტია მიიღებს ერთ მანდატს, შემდეგ მეორე ადგილზე და ა.შ

50-ე მუხლში არის ტერმინოლოგიური ცვლილება. საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი. კოლეგიის შემადგენლობაში შედის  300 წევრი, ტერმინი ხმოსანი იცვლება.

მე-60 მუხლი ეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას საარჩევნო დავებთან დაკავშირებით. მინიმუმ 3 თვიდან მინიმუმ 6 თვემდე გაიზარდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის განხილვის ვადა.

ასევე, ძველი რედაქციით, არჩევნებთან დაკავშირებით დავა უნდა გადაწყვეტილიყო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სრული კონსესუსით, ამასთან დაკავშირებით იყო რეკომენდაცია, რომ უნდა დაწეულიყო დაბლა კვორუმი და საერთოდ ამოღებულია ეს ჩანაწერი მე-60 მუხლის მე-6 პუნქტიდან.

კონსტიტუციიდან ამოღებული იყო ჩანაწერი, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის ექსოფიციო თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი.თუმცა რეკომენდაციის საფუძველზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ექსოფიციო წევრად რჩება.

დაკონკრეტდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გამწესების წესი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით მის მიერ არჩეულ წევრთაგან ირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო.

შემდეგი ცვლილება შედის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტში, რომლის თანახმადაც, ერთჯერადად არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებს.

კიდევ ერთი ცვლილება შეეხება გარდამავალ დებულებებს. შეიცვალა მოქალაქეობასთან დაკავშირებული რეგულაციები. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის შეძენა აპრიორი აღარ წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველს. ეს ნორმა ამოქმედდებოდა სხვა რეგულაციებთან ერთად მომავალი წლის, სავარაუდოდ, ნოემბერში, მას  შემდეგ, რაც დადებდა პრეზიდენტი ფიცს. დეპუტატ  სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის გათვალისწინებით კი, მოქალაქეობასთან დაკავშირებული რეგულაციები ამ კანონის ძალაში შესვლისთანავე,  სავარაუდოდ, აპრილის თვეში ამოქმედდება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics