06:27 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 14:06:11, 2285 ნახვა

მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი მზად არის, უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას არ აქვს ამბიცია უკრაინის პრეზიდენტი გახდეს, - ამის შესახებ Current Time იუწყება.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის ლიდერის პოსტი ეთნიკურად უკრაინელმა უნდა დაიკავოს.

"მე არ მაქვს ამბიცია უკრაინის პრეზიდენტი გავხვდე. ეს პოსტი ცალსახად ეთნიკურად უკრაინელმა უნდა დაიკავოს. თუმცა ეთნიკურობა უკრაინაში შედარებითი საკითხია. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც უკრაინაში დაიბადა და მთელი ცხოვრება აქ გაატარა. მე ჩამოვედი უკრაინაში ყმაწვილობაში, თუმცა აქ არ დავბადებულვარ და მთელი ცხოვრება აქ არ მიცხოვრია", - განაცხადა ყოფილმა გუბერნატორმა.

ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში პოლიტიკურ მოღვაწეობას გააგრძელებს.

"როგორც კი უკრაინაში ნორმალური ხელისუფლება იქნება და სასამართლოზე არ მოხდება ზეწოლა, მე მოქალაქეობას დამიბრუნებენ. მე გავაგრძელებ პოლიტიკურ საქმიანობას", - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მზად არის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს.

"მზად ვარ ავიღო ასეთი პასუხისმგებლობა ჩემს თავზე", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics