18:16 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 18:29:03, 2206 ნახვა

სამართალი
შსს აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცის დაჭრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს.

შემთხვევის ადგილზე მისვლისას, სამართალდამცველებს დაჭრილი -1979 წელს დაბადებული ლ.ნ. დახვდათ, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დაჭრილი ლ.ნ. საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - 117-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ამ დროისთვის, დამნაშავის დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics