03:36 - 17 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 18:31:56, 2193 ნახვა

საზოგადოება
კონკურენციის სააგენტო შპს „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარს 30 დღის ვადაში განიხილავს

კონკურენციის სააგენტო შპს „სიტროენ ჯორჯიას" საჩივართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საჩივარი, დაახლოებით, 100 გვერდს შეადგენს და ის 30 დღის ვადაში განიხილება. 

"2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში საჩივარი წარმოადგინა, სადაც საუბარია სახელმწიფო შესყიდვებში შეთანხმებული მოქმედების შესახებ. საჩივარი, დაახლოებით, 100 გვერდს შეადგენს.

კონკურენციის სააგენტომ, საჩივარი დაუყოვნებლივ გადაუგზავნა მოპასუხე მხარეებს, საპასუხო პოზიციის წარმოდგენის მიზნით, როგორც ამას ითვალისწინებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი.

კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო საჩივარს 30 დღის ვადაში შეისწავლის და მხარეთა პოზიციების შეჯერების საფუძველზე, მიიღებს გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების ან მოკვლევაზე უარის თქმის თაობაზე, რის შესახებაც მომჩივანს დაუყოვნებლივ ეცნობება", - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, კომპანია გია გაჩეჩილაძის (უცნობის) სიძეს ეკუთვნის. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
არასამთავრობოები - ადგილი აქვს მოქალაქეთა მიმართ მძიმე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს
რუსთაველზე სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა - ვიდეო
აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს, პუბლიკას და ტაბულას ჟურნალისები სცემეს - ვიდეო
თბილისში განვითარებულ მოვლენებზე აშშ-ს რეაქცია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics