11:55 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 18:47:04, 2363 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე: მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბიუროკრატული ხარჯები 25%-ით შემცირდება

მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბიუროკრატული ხარჯები 25%-ით შემცირდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ქვეყანას 140 მილიონი ლარის დანაზოგი აქვს.  
 
„თუ ჩვენ ვისაუბრებთ მთავრობის მიდგომებზე, ალბათ, უნდა ვისაუბროთ იმ შედეგით, რაც დღეს გვაქვს ამ მიმართულებით. ეს არის მნიშვნელოვანწილად შემცირებული ბიუროკრატიული ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. რაც შეეხება აბსოლუტურ მაჩვენებლებს, 140 მილიონი ლარის დანაზოგი გვაქვს და აქედან არის სახელფასო კომპონენტი 100 მილიონი ლარი. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ 140 მილიონი ლარი მცირე თანხაა, როდესაც ჩვენ მსგავსი ტიპის რეფორმაზე ვსაუბრობთ. სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ 2020 წლის ბოლომდე 25%-ით შემცირდება ზომა სახელმწიფოსა და მთავრობის მშპ-სთან მიმართებაში. თქვენ თუ დამისახელებთ წარმატებულ მაგალითებს განვითარებად ქვეყნებში, ძალიან მოხარული ვიქნები, ეს ციფრი საკმაოდ დიდია", - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე ხარჯების შემცირების შედეგად, გაიზრდება მთავრობის დანაზოგები, რაც 2016 წელს არსებული მშპ-ს 2.6%-იდან 2021 წლისთვის 6.5%-ს მიაღწევს ანუ  ორნახევარჯერ გაიზრდება.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს „ქუდზე კაცი“ უნდა გამოვიდეს
ნასარიძე - ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს
CNN - მალაიზიაში საზღვაო ძალების 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics