23:07 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 19:10:17, 1800 ნახვა

კომენტარი
ბობოხიძე ბახტაძეს: თუ თქვენ გულწრფელად გამეცით პასუხები, უბრალოდ ვერ იქნებით წარმატებული მინისტრი

„კიდევ ძლიერი სახელმწიფო შეგვიქმნია იმ ავადსახსენებელი  9 წლის განმავლობაში, რომ  თქვენს მმართველობას უძლებს“, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“  წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს და საპარლამენტო უმრავლესობას.

„ეს დამახინჯებული ხედვები, რომელსაც ვისმენ  მაღალი რანგის პოლიტიკური ლიდერებისგან  თუ მინისტრებისგან, მიკვირს კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე რატომ არ არის  ქვეყანა მისული?  ბატონო მამუკა მე მაქვს მინიმუმ 2 მიზეზი რატომ მინდა რომ იყოთ წარმატებული  მინისტრი. ერთი ის რომ ჩემი ქვეყნის ფინანსტა მინისტრი  ხართ, მაგრამ თუ თქვენ მართლა გულწრფელად გამეცით ის პასუხები  რაც მითხარით, სამწუხაროდ  თქვენ წარმატებული მინისტრი უბრალოდ ვერ იქნებით. თუ მხოლოდ იმისთვის გამეცით ეგ პასუხი, რომ  პასუხი არ გაგეცათ,  მაშინ კიდევ არაფერი უჭირს.

ბატონმა აკაკი ზოიძემ საერთოდ საოცარი რამე  გვითხრა,  თურმე კარგია თამბაქოზე აქციზის გაზრდა, ამით გადაარჩენს ვიღაცის სიცოცხლეს ანუ იმ ადამიანების სიცოცხლეს, ვინც  თამბაქოს მოწევას იმის გამო დაანებებს თავს, რომ ფასი არის მაღალი. ბატონო აკაკი შორიდან შეიძლება მართლა მასე ჩანს, მაგრამ ახლოს რომ მივალთ გარწუნებთ, რომ ეგ მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს ქვეყანაში. მე უფრო სწორ და ჯანსაღ გზას შემოგთავაზებდით და მაგალითს მოგიყვანთ. თუ ადამიანი მუშაობს ბანკში, მას რომც უნდოდეს სიგარეტის მოწევა ვერ მოწევს, მანამ სანამ შესვენებაზე არ გავა. უმუშევარ ადამიანს უკვე პრაქტიკულად ჩვევად ექცა, ხელში მუდმივად ეჭიროს სიგარეტი. ამიტომ ყველაზე ეფექტური გზა, რომ ადამიანებმა არ მოწიონ სიგარეტი  არის ადამიანების დასაქმება, რომ მათ ვერ მოიცალონ თამბაქოს მოწევისთვის“,-აღნიშნა ბობოხიძემ.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება
მაკა ბოჭორიშვილი - რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics