19:45 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 20:11:16, 3111 ნახვა

ეკონომიკა
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მესამე-საბოლოო მოსმენით  დაამტკიცა. დოკუმენტი ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის კონსერვატიულ მაჩვენებლებზეა დაგეგმილი და 2018 წლისთვის 4.5%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წლებში 5%-6%-მდე იზრდება.

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 298.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: შემოსავლები - 10 260.0 მლნ ლარი; საგადასახადო შემოსავლები - 9 470.0 მლნ ლარი (მშპ-ს 23.4%); აქედან საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 160 მლნ ლარით, მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 630.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 1.6 პროცენტია. დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 400 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 10.9 პროცენტს შეადგენს.

აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 450.0 მლნ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 3.6 პროცენტს შეადგენს; იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 60.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.1 პროცენტს შეადგენს.

სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 170.0 მლნ ლარით, რაც მშპ-ის 0.4 პროცენტს შეადგენს. გრანტები - 364.2 მლნ ლარი, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 100.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 165.0 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები - 385.0 მლნ ლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, მთლიანი მოცულობა 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით და 12,441 მილიარდ ლარს შეადგენს, 2018 წელს საბიუჯეტო დეფიციტი შეადგენს 1,206 მილიარდ ლარს. სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში არის და რჩება სტაბილურ დონეზე, 45%-ის ირგვლივ და ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 60%-ს. 2016 წლისათვის სახელმწიფო ვალმა მშპ-ს 44.6 პროცენტი შეადგინა.

ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მოცულობა 2017 წლის განახლებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 739,0 მლნ ლარით და 12,459.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

ფინანსთა მინისტრმა  განმარტა, რომ 2017-2020 წლების ფისკალური პოლიტიკა პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ოთხპუნქტიან გეგმას ეფუძნებოდა და სწორედ აღნიშნული პოლიტიკის განხორციელება იყო საერთაშორისო-სავალუტო ფონდის მიერ, მიმდინარე წლის აპრილში, საქართველოსთვის ახალი, სამწლიანი პროგრამის დამტკიცების საფუძველი.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ირაკლი ღარიბაშვილი 20 აპრილს შიდა ქართლის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
ოხანაშვილი „ნაცმოძრაობას“ - თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია
მიშელი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics