11:18 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-02 17:31:15, 2528 ნახვა

საზოგადოება
საქართველოსა და ბელარუსის შს სამინისტროებს შორის არასრულწლოვანთა გაცვლითი პროგრამა ამოქმედდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის „არასრულწლოვანთა გაჯანსაღების შესახებ“ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გაცვლითი პროგრამა ამოქმედდა.

შსს-ს ცნობით, „არასრულწლოვანთა გაჯანსაღების შესახებ“ მემორანდუმისა და გაცვლითი პროგრამის მიზანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, არასრულწლოვანთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სამართალდამცველის პროფესიის პოპულარიზება.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ქართველი ბავშვები ბელარუსში გაემგზავრნენ, ბელარუსიდან კი საქართველოს მოზარდთა ჯგუფი ორი კვირით ესტუმრა. საქართველოში სტუმრად მყოფმა არასრულწლოვნებმა სხვადასხვა სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, პროგრამის ბოლოს კი ქუთაისის, მცხეთისა და თბილისის კულტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. გასულ წელს, ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძრების ლიკვიდაციისას, ბელარუსმა საქართველოს ავიაციით, ტექნიკური და ადამიანური რესურსით უმნიშვნელოვანესი დახმარება გაუწია. ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებულია მემორანდუმები არასრულწლოვანთა გაჯანსაღების, საპოლიციო საგანმანათლებლო და ოპერატიული თანამშრომლობის კუთხით.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა
ნინო თანდილაშვილი - კლიმატის ცვლილება არ არის საზოგადოების ცალკეული ნაწილის გამოწვევა, ეს საყოველთაო პრობლემაა და მასთან გამკლავება ერთიან ძალისხმევას საჭიროებს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 440 790-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics